"ბორნმუთმა" ბრაზილიელი თავდამსხმელი 47 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
„ბორნმუთმა“, რომლის რიგებში მომავალ სეზონში შეიძლება გიორგი მამარდაშვილმა იასპარეზოს, „პორტუს“ თავდამსხმელი ევანილსონ ბარბოზა შეიძინა.

„ბორნმუთს“ ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდო, 47 (37+10) მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის ევანილსონის შემდგომი გაყიდვიდან „პორტუ“ თანხის 10%-ს მიიღებს.

მან პორტუგალიურ გუნდში ოთხ სეზონში ჩატარებულ 154 მატჩში 60 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრების ღირსება კი ორ შეხვედრაში დაიცვა.

ევანილსონმა „ტოტენჰემში“ გადასული დომინიკ სოლანკე უნდა შეცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ სეზონში ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ იქნება არც ,, ბორნმუთი "
2
ბორნუთი თუ მამარდათი გაძლერდა, იქნებ კიდეც მოუგოს ლივერპულს.
ჟორა
13:26 17-08-2024
0

სიახლეები პოპულარული