გიუნდოგანი 1 წლის წინ "სიტიდან" მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასაც" ტოვებს

AutoSharing Option
მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონას" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი დატოვებს.

ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და სავარაუდოდ, გერმანელი "სიტიში" დაბრუნდება, სადაც 7 წელი უკვე ბურთაობდა.

საინტერესოა, რომ 1 წლის წინ 33 წლის ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდიდან დიდწილად მეუღლის სარას თხოვნის შედეგად წავიდა, რადგან 27 წლის გოგონას ესპანეთში ცხოვრება სურდა.

ახლა კი სარამ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" გამოწერა გაუუქმა, რითაც კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ გიუნდოგანი კატალონიური გრანდიდან მიდის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სხვათა შორის გვარდიოლა ძალიან აქებდა ერთ-ერთ ინტერვიუში, ყოველმხრივ ჭკვიანი ბიჭიაო.
ბადრი
16:10 21-08-2024
1
რავა ყველას ესპანეთში უნდა ცხოვრება,კაი ბიჭები ჩითავს და ალბათ ამიტომ
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული