ოფიციალურად: ჟოაო ფელიქსი "ჩელსიში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "ატლეტიკოდან" 24 წლის შემტევი ჟოაო ფელიქსი შეიძინა და მას 7-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ლონდონელებს ეს გარიგება 49,2 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახალგაზრდა პორტუგალიელმა გასული სეზონი იჯარით "ბარსელონაში" გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ფელიქსი განათხოვრებით "ჩელსიში" 2022/23-წლების სეზონშიც თამაშობდა, სადაც 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული