"ტოტენჰემი" პოსტეკოღლუს შემცვლელად ორ მწვრთნელს განიხილავს

AutoSharing Option
The Telegraph-ის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის დათხოვნის შემთხვევაში, "ტოტენჰემი" ენჯ პოსტეკოღლუს შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს.

ლონდონელთა სიაში "ბორნმუთის" ამჟამინდელი თავკაცი ანდონი ირაოლა და "ფულჰემის" დამრიგებელი მარკო სილვა მოხვდნენ.

"დეზების" მიზანი ახლა ევროპის ლიგის მოგებაა და ავსტრალიელი მწვრთნელის ბედიც სავარაუდოდ, სწორედ ამ ტურნირზეა დამოკიდებული.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კი ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული