ტურინული კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე დიბალას 10-ნომრიანი მაისურის ფოტო გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ "ბებერ სინიორას" ათიანი ისევ ეყოლება. ბოლოს ეს მაისური პოლ პოგბას ეცვა, რომელმაც "იუვე" 2016 წელს დატოვა.
23 წლის პაულო დიბალა "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს. ტურინელთა მაისურით მან 94 თამაში ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო.