შესანიშნავი სტარტის (100-პროცენტიანი შედეგი 3 ტურის შემდეგ) მიუხედავად, გამოცდილი სპეციალისტი კლუბის გულშემატკივრებს საჩემპიონო იმედებს ჯერ ვერ აძლევს.
"ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს უნდა, რომ მისი გუნდი სტაბილური იყოს, მაგრამ, ამავე დროს, რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავიდეთ. გვინდა, შევავსოთ ვაკუუმი და განსაკუთრებული შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ ახლა ჩვენი მხრიდან წინასწარ ავანსების გაცემა ძალიან არასწორი იქნება. ამიტომაც ვერ ვიტყვი,
არ მიყვარს ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით, რომ მაურო იკარდის ასეთი კონდიციები ძალიან მახარებს. ის თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. მთელი გუნდი კარგად მუშაობს და ძალიან მინდა, ჩემს ფეხბურთელებზე ნაკლები წნეხი იყოს. ასეთ შემთხვევაში წარმატების მეტი შანსი გვექნება", - ბრძანა სპალეტიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"