"ეს შემადგენლობა უფრო ძლიერი მგონია, ვიდრე ორი წლის წინანდელი, რომელსაც რობერტო მანჩინი ხელმძღვანელობდა. ვფიქრობ, გუნდი ძალიან კარგ და დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ "ინტერი" სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, ვიდრე წინა სეზონში. მე უფრო შორსაც წავალ. მილანურ კლუბს იტალიის ჩემპიონატის სამ საუკეთესო გუნდში ვხედავ", - ასე ფიქრობს დელ პიერო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"