სერია A. XII ტური: ვერდიმ საჯარიმოებიდან ორივე ფეხით გაიტანა გოლი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე ლიდერები დღეს თამაშობენ, გუშინ კი მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა.

"სამპდორიამ" სტუმრად 2:0 სძლია "ჯენოას" და კვლავ მე-6 ადგილზია. მეორე გოლი 34 წლის ფაბიო კვალიარეალამ გაიტანა, რომელიც შეიძლება იანვარში "ნაპოლიში" გადაბარგდეს.

რაც შეეხება "ბოლონია" - "კროტონეს" (2:3), ამ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდის 25 წლის ნახევარმცველმა სიმონე ვერდიმ ორი გოლი საჯარიმოთი სხვადასხვა ფეხით გაიტანა, რაც უკანასკნელად იტალიის პირველობაზე 2004/2005 წლების სეზონში მოხდა.

ბოლონია - კროტონე 2:3

გოლები: 38. ვერდი 1:0, 42. ბუდიმირი 1:1, 45. ვერდი 2:1, 68. ტროტა (პენ) 2:2, 70.
ბუდიმირი 2:3

ჯენოა - სამპდორია 0:2
გოლები: 24. რამირესი 0:1, 84. კვალიარელა 0:2
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფრო ზეედორფს:)
emigranti
01:25 07-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული