"არ გადავმდგარვარ, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ არ დავლაპარაკებივარ. ბოდიშით, მეჩქარება, ყველა ფეხბურთელს, რომელთანაც ერთად ვმუშაობდი, მინდა დაველაპარაკო. ფეხბურთში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და ვიცი, რა მძიმე შედეგი მივიღეთ.
ვამაყობ ამ გუნდის წევრობით. დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ მთავარი შედეგია. ახლა ჩემს გადადგომაზე მსჯელობის დრო არაა. შევხდები პრეზიდენტს და ყველაფერს განვიხილავთ. დაველაპარაკები და მოვუსმენ. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმები", - განუცხადა ვენტურამ Football Italia-ს.