იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ნაპოლიმ" 3:2 დაამარცხა "სამპდორია" და ლიდერობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში 116-ე გოლი გაიტანა თავის გუნდში სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, რომელმაც დიეგო მარადონას რეკორდი დაამხო. შეგახსენებთ, ის "ნაპოლიში" მე-10 სეზონს ატარებს. რეკორდი კარგია, მთავარი კი მოგებაა, ჩვენ ხომ დღეს გენუელებთან ორჯერ ვაგებდით და მაინც მოვახერხეთ 3 ქულის აღებაო, განაცხადა ჰამშიკმა.
"ინტერი" სტუმრად" 0:1 დამარცხდა "სასუოლოსთან", მისმა კაპიტანმა მაურო იკარდიმ კი პენალტი ვერ გამოიყენა.
"ლაციომ" რომში 4:0 გაანადგურა "კროტონე", ხოლო "იუვენტუსმა" დაძაბულ ბრძოლაში ტურინში 1:0 სძლია "რომას" და "ნაპოლის" კვალში უდგას.
03:10 24-12-2017
სერია A. XVIII ტური: "ნაპოლიმ" ლიდერობა შეინარჩუნა, ჰამშიკმა მარადონას რეკორდი დაამხო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები
პოპულარული