მათ შორის იყვნენ ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი.
Corriere dello Sport-ში გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა "როსონერი" დამოძღვროს, ჯან პიერო გასპერინია.
60 წლის დამრიგებელი ამჟამად სათავეში ბერგამოს "ატალანტას" უდგას, სადაც წარმატებით მუშაობს.
იტალიური პრესა "მილანის" ამჟამინდელ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს სეზონის შემდეგ დათხოვნას უწინასწარმეტყველებს.
საინტერესოა, რომ 2011 წელს გასპერინი "მილანის" მოსისხლე მტერს, "ინტერს" ედგა სათავეში.