იტალიის თასზე "იუვენტუსმა" "ატალანტას" 1:0 სძლია და ფინალში გავიდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში იტალიის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, "იუვენტუსმა" "ატალანტას" კვლავ 1:0 მოუგო და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, სადაც  "ლაციოსა" და "მილანს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა პენალტით გაიტანა. სპეციალისტები ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნას სადავოდ მიიჩნევენ, ვინაიდან მათი აზრით, საჰაერო ორთაბრძოლისას ჯანლუკა მანჩინის ბლეზ მატიუიდთან თამაშის წესები არ დაურღვევია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული