მასიმილიანო ალეგრიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ გუნდიდან მიდის
AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "რეალთან" ტურინში განადგურების შემდეგ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა გუნდის ძირეულად გადახალისება გადაწყვიტეს და მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის სამუშაოდან დაითხოვენ.
საფეხბურთო ექსპერტი ლუკა მომბლანო ამტკიცებს, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლის შესახებ ალეგრიმ ფეხბურთელებს უკვე აუწყა.
ალეგრის მემკვიდრედ დროებით უმუშევარ კარლო ანჩელოტის მიიჩნევენ, რომელიც "ბიანკონერის" 1999-2001 წლებში ედგა სათავეში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.