იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა: მარკო მატერაციმ, პიერლუიჯი კაზირაგიმ, ჯანლუკა პალიუკამ, მარკო ტარდელიმ და დემეტრიო ალბერტინიმ ეროვნული გუნდის მომავალ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის "ნიცას" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის "სკუადრა აძურაში" დაბრუნებისაკენ მოუწოდეს.
"ის კარგად თამაშობს და ნაკრებში დაბრუნება დაიმსახურა. ამასთან, მოედანს მიღმა მის საქციელს უკვე ხშირად აღარ იხილავენ და ამ მხრივ, პრობლემა არაა. მანჩინიმ იცის, როგორ მიუდგეს მარიოს და როგორ აგრძნობინოს თავი გუნდისათვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად", - განუცხადა მატერაციმ La Gazzetta dello Sport-ს.
"მე მჯერა ბალოტელის. ის უკვე 28 წლისაა და ეს მისი უკანასკნელი
შანსია. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად მარიო ყველაფერს გააკეთებს. თან, შეტევას უთუოდ გააძლიერებს. ახლა იტალიას მისი დარი ფორვარდი არა ჰყავს", - აღნიშნა ტარდელიმ.