"ეს მატჩი გამოცდილების მიღებაში დაგვეხმარება. არავის არ უყვარს წაგება, გვქონდა მომენტები და შეგვეძლო ანგარიში 2:2 გაგვეხადა.
საუდის არაბეთისგან განსხვავებული თამაში გამოვიდა. ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მთავარია, დებიუტანტები არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ.
ბუნებრივია, საფრანგეთსა და იტალიას შორის განსხვავებაა. შეიძლება, თუ ასევე გავაგრძელებთ, ერთი წლის შემდეგ მათ დონეზე გავიდეთ ან მივუახლოვდეთ.
სამწუხაროდ, ჯერ ფრანგები გვჯობნიან. მათ ფეხბურთელთა უფრი მდიდარი არჩევანი აქვთ. საფრანგეთის დონეზე გასასვლელად უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სწორ გზას