"მე ის მომწონს, მაგრამ ნაკრებში მისი დაბრუნება მხოლოდ საფეხბურთო მიზეზით მოხდა. მარიო 28 წლისაა და რაც უნდა იმის მისაღწევად, დრო კიდევ აქვს. ამას გარდა, ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერია და უკვე გამოცდილია.
ყველა სათამაშო კომპონენტში მოუმატა. ნაკრებმა დაკარგა ძირითადი ბირთვი, რომელიც შვედეთთან მატჩამდე ჰყავდა. ჩვენ ახალი ლიდერები გვჭირდება. ბალოტელის საამისო მონაცემები გააჩნია და ასაკიც ხელს უწყობს. საბედნიეროდ, ის გუნდში ასეთი ერთადერთი არაა".