ჯანპიერო ვენტურა, რომელმაც იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, დააჯილდოეს

AutoSharing Option
ჯანპიერო ვენტურა, ვინც "სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, იტალიური ფეხბურთისთვის გაწეული 50-წლიანი სამსახურისთვის დააჯილდოეს და მარმარილოს ბურთი გადასცეს.

მან 1981 წლის შემდეგ 17 გუნდი გაწვრთნა. ვენტურას ყველაზე წარმატებული პერიოდი "კალიარის", "ბარისა" და "ტორინოს" უკავშირდება.

ეს გუნდები მან სერია A-ში დააბრუნა და ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაურა.

მიუხედავად ამ წარმატებისა, გულშემატკივართა უმეტესობას, რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრების მუნდიალზე მიღმა დარჩენა დაამახსოვრდება.

ვენტურას თაოსნობით, "სკუადრა აძურამ" მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმის საგზური ბოლო 60 წელში პირველად ვერ მოიპოვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული