მატეა კალდარამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და "იუვენტუსის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა

AutoSharing Option
24 წლის იტალიელმა მცველმა მატეა კალდარამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტურინის "იუვენტუსის" წევრი ოფიციალურად გახდა.

"ბებერმა ქალბატონმა" ახალგაზრდა უკანახაზელი 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინა, თუმცა განათხოვრებით თავის ყოფილ კლუბ "ატალანტაში" დატოვა.

კარიერის განმავლობაში, ბერგამოული კლუბის გარდა, კალდარას "ჩეზენასა" და "ტრაპანიში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული