"ნაპოლიმ" 25 წლის სენეგალელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიური პრესა იუწყება, რომ "ნაპოლიმ" "ბორდოსთან" შეთანხმებას მიაღწია და 25 წლის მცველი იუსუფ საბალი კარიერას "სან პაოლოზე" განაგრძობს.

ჟირონდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებენ. სენეგალელი ნეაპოლში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

საბალიმ საფეხბურთო კარიერა პსჟ-ში დაიწყო, რის შემდეგაც განათხოვრებით "ევიანსა" და "ნანტში" ასპარეზობდა.

გასულ სეზონში მან "ბორდოს" მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული