ლეონარდო ბონუჩის ტურინში უსტვინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
მცველი ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსში" დაბრუნდა და მას გულშემატკივრებმა უსტვინეს.

ბონუჩი "მილანმა" შარშან 42 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი თავდამსხმელ გონსალო იგუაინის ტრანსფერის ბარტერის ნაწილი გახდა და "იუვეში" დაბრუნდა.

მას ტიფოზები აეროპორტში არ დახვნენ, კლინიკასთან კი, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, დაუყვირეს, რომ პირი გამოიბანოს. ეს მინიშნება იყო გასულ სეზონში ბიანკონერის კარში გატანილი გოლის აღნიშვნაზე.

ფანები საწვრთნელ ბაზასთან სკანდირებდნენ:"ჩვენ აქ რონალდოს გამო მოვედით, სად არის რონალდო?".

altგონსალო იგუაინს ღამით მილანის აეროპორტში ჟურნალიტები და ტიფოზები დახვდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული