37 წლის ჯიბრილ სისე იტალიის სერია D-ს კლუბში ჩაირიცხა

AutoSharing Option
37 წლის სახელოვანი ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე იტალიის სერია D-ს კლუბ "ვიჩენცა 1902"-ში ჩაირიცხა.

ვეტერანმა ფორვარდმა კარიერა 2015 წელს ტრავმის გამო დაასრულა და DJ გახდა, თუმცა ფეხბურთს 2017 წელს დაუბრუნდა და შვეიცარიის მე-3 ლიგის ბინადარ "ივერდრონ სპორტში" ითამაშა, სადაც 28 მატჩში 24 გოლიც გაიტანა.

"ვიჩენცა 1902" ახლად შექმნილი კლუბია. აქამდე ის "ვიჩენცა" იყო, თუმცა გუნდი გაკოტრდა და არსებობა შეწყვიტა, ახალი სახელწოდებით კი ის სამოყვარულო, D ლიგაში დაუშვეს.

სისეს იტალიაში 2011/12 წლებში აქვს ნათამაშები, როდესაც რომის "ლაციოს" ღირსებას იცავდა.

მას ასევე
უასპარეზია "ლივერპულში", "მარსელში", "სანდერლენდში", "პანათინაიკოსსა" და სხვა კლუბებში.

altჯიბრილ სისე - დაბრუნება 2 წლის შემდეგ და ჰეთ თრიქი

altჯიბრილ სისე მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეოთი აშანტაჟებდა?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული