სიმეონეს აგენტი: დიეგო აუცილებლად გახდება "ინტერის" მწვრთნელი

AutoSharing Option
დიეგო სიმეონეს დის განცხადებით, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, მადრიდის "ატლეტიკოს" მენეჯერი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება მილანის "ინტერის" დამრიგებელი.

"ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მას უყვარს ეს კლუბი, ატმოსფერო და ქალაქი. თვითონაც თქვა, რომ აუცილებლად დაბრუნდება "ინტერში". დიეგო შვიდი წელია მადრიდშია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როცა გადაწყვეტს, რომ ცვლილებების დრო დადგა, მე მის გვერდით ვიქნები" - განაცხადა ნატალია სიმეონემ.

არგენტინელი მწვრთნელი ფეხბურთელობის პერიოდში "ატლეტიკოდან" სწორედ "ინტერში" გადავიდა, სადაც ორი წელი დაჰყო და სერია "ა"-სთან ერთად უეფას თასის მოგებაც მოახერხა.
შემდეგ იყო "ლაციო", საიდანაც უკან, მადრიდში დაბრუნდა.

დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" 2011 წლიდან წვრთნის. ამ პერიოდის განმავლობაში მან შვიდი ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის, ლა ლიგისაც, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ორივე შემთხვევაში თანაქალაქელ "რეალთან" დამარცხდა.

გასულ ზაფხულს არგენტინელმა მადრიდელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

altდიეგო სიმეონეს თავისი შვილის "ატლეტიკოში" წაყვანა 40 მილიონზე მეტი დაუჯდება

altფაბიო კაპელო: მარტში იტალიის ნაკრებისა და "ინტერის" ჩაბარებას მთავაზობდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული