შეიძლება ითქვას, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის ბედი ბეწვზე ჰკიდია. თუ გუნდს კიდევ დაუცდა ფეხი, მას, დიდი ალბათობით, კარისკენ მოუთითებენ.
სიმბოლურია, რომ "ინტერს" ერთადერთი გოლი ფედერიკო დიმარკომ გაუტანა. ეს მოთამაშე საფეხბურთო ანბანს სწორედ "ინტერის" აკადემიაში დაეუფლა. მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ ეპიზოდში პენალტს სავსებით სამართლიანად ითხოვდნენ, მაგრამ ეს "ინტერს" არანაირად არ ამართლებს...
დიმარკოს გოლი შედევრი აღმოჩნდა: ექსინტერელმა შორიდან
ბევრისთვის მოულოდნელად, მწირგოლიანი აღმოჩნდა "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" მატჩი. სტადიონის ტრიბუნებზე ცოტა მაყურებელი იყო. ტიფოზები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ცალკე ბილეთების ფასის არნახულად გაზრდის და ცალკე - სატრანსფერო პასიურობის გამო ემდურიან.
შაბათი დასრულდა დიდებულ ფორმაში მყოფ "სამპდორიას" ზეობით. გენუელებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და გასვლაზე 5 უპასუხო გოლი გაუტანეს "ფროზინონეს".
"რომამ" გულშემატკივარს უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა "კიევოსთან" შინ ორბურთიანი (2:0) უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს (2:2) დასჯერდა. სპალეტის არ იყოს, არც დი ფრანჩესკოს საქმეა კარგად. "რომას" მესვეურები სკუდეტოსთვის ბრძოლას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით საამისო არაფერი ჩანს...
რაკი "კიევო" ვახსენეთ, აქვე ეს აუცილებელი ინფორმაციაც - იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერონულ კლუბს 3 ქულა ჩამოაკლო და ზედაც 200 ათასი ევრო ჯარიმა გამოუწერა, ხოლო კლუბის პრეზიდენტ ლუკა კემპედელის 3 თვით აუკრძალა ფეხბურთში საქმიანობა.
როგორც აღმოჩნდა, "კიევოს" პირველკაცი ხელოვნურად ზრდიდა შემოსავალს ფეხბურთელთა ტრანსფერებიდან და საიჯარო ხელშეკრულებებიდან, რის შემდეგაც კლუბის ფიქტიურმა მოგებამ 25 მილიონი ევრო შეადგინა...
ლიდერთა მატჩში "იუვენტუსმა" კრიშტიანო რონალდოს დუბლის წყალობით მოუგო "სასუოლოს". პირველი ეპიზოდი ასეთი იყო - პორტუგალიელმა მცველის შეცდომით ისარგებლა, უხერხულად მოგერიებული ბურთი "სასუოლოს" კარის ძელს მოხვდა და იქვე ჩასაფრებულმა შეაგდო. მერე კი რონალდომ "იუვეს" იდეალური კონტრშეტევა დააგვირგვინა. ეს იყო რონალდოს პირველი გოლები "იუვენტუსში".
მატჩის მეტი წილი "ბებერი ქალბატონი" ცოტა ინერტული იყო, მაგრამ მოსაგებად ასეთმა თამაშმაც იკმარა. "სასუოლომ" ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მეტისთვის არც ძალა ეყო და არც დრო. ბოლოს "იუვეს" შემტევი დუგლას კოშტა გააძევეს მეტოქე ფეხბურთელისთვის შეფურთხების გამო...
"ლაციომ" ძლივს მოუგო გასვლაზე "ემპოლის". ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში პაროლომ შეაგდო. სულ ბოლო წამზე მეკარე სტრაკოშამ სასწაული ბურთი მოიგერია, თორემ რომაელები სამის ნაცვლად ერთ ქულას დასჯერდებოდნენ.
"მილანმა" ქულები დაკარგა (თუ ქულა მოიპოვა) სარდინიაზე და ისედაც თანაქალაქელი "ინტერის" მეზობლადაა სერია A-ს ცხრილში.
სერია A. IV ტური
ინტერი-პარმა 0:1
გოლი: 0:1 დიმარკო (79)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო (71. ასამოა), დე ვრეი, შკრინიარი, დალბერტი - გალიარდინი, ბროზოვიჩი - კანდრევა (59. პოლიტანო), ნაინგოლანი, პერიშიჩი - კეიტა (46. იკარდი).
ნაპოლი-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 ინსინიე (79)
ნაპოლი (4-3-3): კარნეზისი - მარიო რუი, კულიბალი, მაქსიმოვიჩი, ჰისაი - ზელინსკი, ჰამშიკი, ალანი - ინსინიე (82. როგი), კალიეხონი (70. უნასი), მერტენსი (57. მილიკი).
ფროზინონე-სამპდორია 0:5
გოლები: 0:1 კვალიარელა (10), 0:2 კაპრარი (47), 0:3 დეფრელი (54), 0:4 კოვნაცკი (83-პენ), 0:5 დეფრელი (86)
რომა-კიევო 2:2
გოლები: 1:0 ელ შაარავი (10), 2:0 კრისტანტე (30), 2:1 ბირსა (52), 2:2 სტეპინსკი (83)
რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი (69. კარსდორპი), მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - კრისტანტე, ნ'ზონზი, პელეგრინი (69. დე როსი) - იუნდერი (81. კლუივერტი), ელ შაარავი, ჯეკო.
ჯენოა-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 პიატეკი (69)
გაძევება: პულგარი (90+7)
იუვენტუსი-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (50), 2:0 რონალდო (65), 2:1 ბაბაქარი (90+1)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბენატია, ბონუჩი, ალექს სანდრო (80. კუადრადო) - ხედირა, ემრე ჯანი (71. ბენტანკური), მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი (61. დუგლას კოშტა).
გაძევება: დუგლას კოშტა (90+4. იუვენტუსი)
უდინეზე-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 დე პაული (28), 1:1 მეიტე (49)
ემპოლი-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 პაროლო (47)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, რადუ (54. კასერესი) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (67. კორეა), ლულიჩი - იმობილე, ლუის ალბერტო (75. დურმიში).
კალიარი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (4), 1:1 იგუაინი (55)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი (85. ლაქსალტი) - კესი, ბილია, ბონავენტურა (66. ბაკაიოკო) - სუსო, ჩალჰანოღლუ (73. კასტილიეხო), იგუაინი.
ორშაბათი, 17 სექტემბერი
სპალ-ატალანტა 22:30
ბომბარდირები: 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 3 - მარკო ბენასი (ფიორენტინა), როდრიგო დე პაული (უდინეზე).
გამოტოვებული მატჩი
19 სექტემბერი: სამპდორია-ფიორენტინა
მომდევნო ტური
21 სექტემბერი: სასუოლო-ემპოლი
22 სექტემბერი: პარმა-კალიარი, ფიორენტინა-სპალ, სამპდორია-ინტერი
23 სექტემბერი: ტორინო-ნაპოლი, ბოლონია-რომა, კიევო-უდინეზე, ლაციო-ჯენოა, მილანი-ატალანტა, ფროზინონე-იუვენტუსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"