იუვენტუსმა პირველი ქულები დაკარგა, რონალდომ ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-9 ტურში "იუვენტუსი" ტურინში "ჯენოას" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში პირველ ტაიმში რონალდომ გახსნა, მეორე ტაიმში კი დანიელ ბესამ საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ "იუვემ" ქულები დაკარგა.

გენუურმა გუნდმა გასვლაზე "ბებერ ქალბატონთან" უკანასკნელ 19 მატჩში 4 ქულა მოიპოვა და ბოლო 5 შეხვედრაში პირველად გაიტანა გოლი. ვერაფერს იტყვი, ხორვატ მწვრთნელს ივან იურიჩს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა.

რონალდომ იტალიის ჩემპიონატზე მე-5, ხოლო ტოპ-5-ის ჩემპიონატზებზე მე-400 გოლი გაიტანა: 84 "მანჩესტერში", 311 "რეალში" და 5 "იუვენტუსში".

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე "ბარსელონას"
თავდამსხმელი ლეო მესია - 388 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული