"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გადაყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.
"მილანის" დარი კლუბისთვის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში უნდა მდგომარეობდეს. ვთვლით, რომ ამისათვის ყველაფერი გვაქვს, მაგრამ არაა საჭირო ეს თვითმიზნად ვაქციოთ.
გატუზოს გადაყენებაზე დარხეული ხმები კლუბის გარედან გავრცელდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა. აი, ამიტომ არ გავაკეთეთ ამის უარმყოფელი განცხადება. ჯენარომ იცის, რომ კლუბი სრულად ენდობა", - განუცხადა ლეონარდომ "გაზეტა დელო სპორტს".