იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის დასკვნით მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად "ატალანტას" 2:1 მოუგო.
მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრებს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ.
პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 3 წუთში გოლი გაიტანა.
კარლო ანჩელოტის გუნდი 32 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" 8 ქულით ჩამორჩება.
ბერგამო. "ატლეტი აძური"
ატალანტა - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 რუისი (2), 1:1 საპატა (56), 1:2 მილიკი (58)
ატალანტა: ბერიშა, მანჩინი (ტუმინელო 89), პალომინო, მაზელო, ჰატებური, ფრელერი, დე როონი, ჰოსენსი, რიგონი (მალძანია 71), გომესი, საპატა
ნაპოლი: ოსპინა, მაკსიმოვიჩი (ჰისაი 77), ალბიოლი, კულიბალი, მარიუ რუი, ალანი, ჰამშიკი, რუისი (ზელინსკი 77), კალეხონი, მერტენსი (მილიკი 82), ინსინიე