"ინტერის" ფორვარდი ავტოავარიაში მოყვა, დაშავებულია ქალი

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ავტოავარიაში მოყვა, რომლის შედეგად ქალი დაშავდა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინციდენტი 5 დეკემბერს მილანში, მიქელანჯელოს მოედანზე მოხდა.

მარტინესის "პორშე" 37 წლის ქალის ველოსიპედს შეეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა. თავად ფეხბურთელი არ დაშავებულა.

ამ დროისთვის პოლიცია ავტოავარიის მიზეზს იძიებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული