დრამატული გამოდგა რომში ჩატარებული იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი "ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის.
ანგარიში 21-ე წუთზე გენუელმა კვალიარელამ გახსნა, 79-ე წუთზე აჩერბიმ საპასუხო გოლი გაიტანა და როდესაც ყველას ეგონა ანგარიში არ შეიცვლებოდა, 96-ე წუთზე იმობილემ რომაული გუნდი დააწინაურა და მოხდა სასწაული - 99-ე წუთზე საპონარამ სტრაკოშას კარი დალაშქრა და თამაში 2:2 დასრულდა.
"ლაციომ" ბოლო 4 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და მის მწვრთნელს სიმონე ინძაგის გადაყენებას უპირებენ.
რაც შეეხება "სამპდორიას", კრიზისიდან გამოდის - ყველა ტურნირზე ჩატ
არებული 4 მატჩიდან არც ერთში არ დამარცხდა.