სერია A. XVI ტურის წინ: როცა ტურინი ორად იყოფა

AutoSharing Option
ტურინული დერბი იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მთავარი სამშვენისი უნდა გამოდგეს. ამ გუნდებს შორის შეხვედრას დაძაბულობა არასოდეს აკლია. ასე იქნება ამჯერადაც. ეს იმის მიუხედავად, რომ "იუვე" მეტოქეს შემადგენლობით მნიშვნელოვნად სჯობს და აშკარა ფავორიტადაც ითვლება.

ტურინული გრანდი მიმდინარე სეზონში მართლაც რომ შეუჩერებელია და ეს სულაც არაა გასაკვირი მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. და მაინც, დერბი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ დროს ბევრი ფაქტორი ნიველირდება.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ახლა კარლო ანჩელოტის გუნდს ისღა დარჩენია, აქცენტი შიდა ჩემპიონატზე (ევროპა ლიგაც არ უნდა დაგვავიწყდეს) გადაიტანოს. ნეაპოლელთა რამდენიმე
წამყვან ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ გუნდი მაინც ფავორიტად ითვლება "კალიარისთან" შეხვედრაში.

ანჩელოტი ამბობს, რომ გუნდის მიზანი წელს ევროპალიგის მოგებაა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მივიწყებაც არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თუ "იუვენტუსის" უძლეველობის ფონზე "ნაპოლი" ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მეორე ადგილზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვას.

ჩემპიონთა ლიგას ასევე დაეთხოვა "ინტერიც". მილანელებს ახლა რთული გასვლითი შეხვედრა ელით "უდინეზესთან". ცხადია, ისინი ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდი კარგ ხასიათზე ვერ არის. არავინ იცის, როგორ ვერ მოახერხა "ნერაძურიმ" საშინაო ასპარეზზე "პსვ ეინდჰოვენის" დამარცხება.

ძალიან კარგი თამაში უნდა გამოდგეს "ატალანტასა" და "ლაციოს" შორის. ეს ორი კლუბი მიმდინარე სეზონში შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ასე რომ, კარგი მატჩის მოლოდინი გვაქვს.

"მილანი" ფავორიტია "ბოლონიასთან" შეხვედრაში. ბოლო დროს ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი გამოცოცხლდა და ეს შედეგსაც დაეტყო. "როსონერის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა. წესით, "მილანმა" ამისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

ფაქტები
  • "ინტერისა" და "უდინეზეს" ბოლო 8 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ყველა ფრონტზე "იუვენტუსმა" ზედიზედ 3-ჯერ მოახერხა "ტორინოს" დამარცხება.
  • სპალ-ს ისტორიაში არასოდეს მოუგია "კიევოსთვის".
  • "ემპოლიმ" ბოლო შეხვედრაში მოუგო "ფიორენტინას".
  • "ფროზინონესა" და "სასუოლოს" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4-ში ორივემ გაიტანა.
  • "პარმას" 2014 წლის შემდეგ არ მოუგია "სამპდორიასთვის".
  • "ნაპოლიმ" ბოლო 5 თამაშში აჯობა "კალიარის".
  • "რომასა" და "ჯენოას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ატალანტასა" და "ლაციოს" უკანასკნელი 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

სერია A. XVI ტური
შაბათი, 15 დეკემბერი
ინტერი-უდინეზე 21:00
ტორინო-იუვენტუსი 23:30

კვირა, 16 დეკემბერი
სპალ-კიევო 15:30
ფიორენტინა-ემპოლი 18:00
ფროზინონე-სასუოლო 18:00
სამპდორია-პარმა 18:00
კალიარი-ნაპოლი 21:00
რომა-ჯენოა 23:30

ორშაბათი, 17 დეკემბერი
ატალანტა-ლაციო 23:30

სამშაბათი, 18 დეკემბერი
ბოლონია-მილანი 23:30

ბომბარდირები: 11 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 10 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი); .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული