დღეს, 26 დეკემბერს სერია A-ს მე-18 ტურში "ატალანტასა" და "იუვენტუსის" მატჩი 2:2 დასრულდა.
როგორც გუშინ"იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, ამ მატჩში დასვენების მიზნით ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდა თავდამსხმელ რონალდოს და ასეც მოიქცა. ეს ამ სეზონში პირველად მოხდა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, 53-ე წუთზე კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ტურინელთა ნახევარმცველი ბენტანკური, ხოლო სულ მალე საპატამ მეორედ დალაშქრა შესნის კარი. მან ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
65-ე წუთზე ალეგრიმ ჰედირა რონალდოთი შეცვალა, თამაშის სურათიც შეიცვალა და სტუმრებმა შეუტიეს. შეუტიეს და კრიშტიანომ ანგარიში გაათანაბრა.
რონალდოს ეროვნულ ჩემპიონატებზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ გოლი ბოლოს 2013 წლის 6 აპრილს ჰქონდა გატანილი, როდესაც "რეალის" შემადგენლობაში "ლევანტეს" გაუტანა გოლი.
ბერგამო. "ატლეტი აძური"
ატალანტა - იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 ჯიმშიტი (2, საკ. კარში), 1:1 საპატა (24), 2:1 საპატა (56), 2:2 რონალდო (72)
გაძევება: ბენტანკური (53)
ატალანტა: ბერიშა, მასიელო (ბაროუ 86), ჯიმშიტი, კასტანგე, ჰატებოორი, მანჩინი, გომესი, ილიჩიჩი (პესინა 77), ფრეულერი, პაშალიჩი (გოსენსი 67), საპატა
იუვენტუსი: შესნი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, დე შილიო, ჰედირა (რონალდო 65), დუგლას კოსტა (პიანიჩი 57), ჩანი, ბენტანკური, მანჯუკიჩი, დიბალა