მასიმილიანო ალეგრი: აი, ამიტომ შევიძინეთ რონალდო

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასზე "მილანის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"ეს მატჩი რამდენიმე მომენტით შესანიშნავი იყო. "მილანმა" კარგად იასპარეზა. კესიეს გაძევების შემდეგ უკეთ თამაში და მეორე გოლის გატანა გვმართებდა. ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელები დაიღალნენ.

აი, ამიტომ შევიძინეთ რონალდო - მას დიდი გოლები გააქვს. თუმცა, მთელი გუნდი კარგად გაისარჯა.

ორი კონტრშეტევა გაგვეპარა. უფრო სწრაფად უნდა დაგვეხია უკან იმ მომენტში, როდესაც დიბალას გოლი გაგვიუქმეს. მაშინ მეტოქეს კონტრიერიშის საშუალება მივეცით.

დუგლას კოსტა კოჭლობდა, მაგრამ სერიოზული არაფერი არ სჭირს.

დიბალა კარგად მოქმედებდა,
ბევრი იშრომა, უფრო ხშირად უნდა დაერტყა კარში, მაგრამ ამის საშუალებას მცველები არ აძლევდნენ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
გეთანხმები სოსო მეც ორივეს მაგრად ვაფასებ მაგრამ პირველი ბარსას ფანი ხარ ვინც ასე საუბრობს
ვახო
18:55 17-01-2019
1
ატატატატა გასკდით გულზე !!!!! მესისთან რა უნდა რატო უნდა მივიდეს ??? დეიკარგა თქვენი მესი აწი დიდი დიდი სელტასთან და ლეგანესთან დუბლები 6 წელია ნორმალურ გუნდზე გოლი აღარ გაუტანია
ვახო
18:52 17-01-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული