ომის დასასრული თუ დროებითი ზავი: იკარდი გუნდს უბრუნდება

AutoSharing Option
არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი "ინტერთან" ვარჯიშებს განაახლებს.

26 წლის ფორვარდს გუნდთან 36 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია, მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს გადასცა.

იკარდის, "ინტერსა" და სპალეტის შორის კონფლიქტი დროებით გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ მოაგვარა. ის ჯერ იკარდის შუამავალს, პაოლო ნიკოლეტის, შემდეგ კი ლუჩანო სპალეტის შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ იკარდი მუხლის ტრავმას იმიზეზებდა და "ინტერის" ბოლო 9 მატჩი გამოტოვა.  თუმცა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში სპალეტიმ განაცხადა, რომ "ინტერის" ექიმებმა იკარდის ვარჯიშის განახლების ნებართვა
მისცეს.

ახლა "ინტერის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. სეზონის დასრულების შემდეგ იკარდი, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

altმადრიდის "რეალმა" მაურო იკარდის შესაძენად თანხა გაამზადა

alt"რეალი" თუ "ნაპოლი"? - "სამეფო კლუბი" იკარდის უკეთეს პირობებს სთავაზობს

altმაურო იკარდის მეუღლის ულტიმატუმი: ჩემი ქმარი კაპიტნის სამკლავურის გარეშე არ ითამაშებს

alt"მის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ" - "იუვენტუსი" იკარდით დაინტერესებას ადასტურებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული