"სამპდორიას" დირექტორი: კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა - სუპერმარკეტს ჰგავდა

AutoSharing Option
"სამპდორიას" ტექნიკურმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა 2018 წელს საავადმყოფოში და რა შეგრძნება ჰქონდა კომაში.

"ჩემი სხეული წლების განმავლობაში სიგნალებს მიგზავნიდა. იმ შაბათს ჩინეთში უნდა გავფრენილიყავი. თვითმფრინავში რომ ჩავმჯდარიყავი, მოვკვდებოდი.

პარასკევს კორტიზონმა და ტრანკვილიზატორმა ჩემი მდგომარეობა დაასტაბილურეს, შემდეგ კი გარდავიცვალე.

კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა - სუპერმარკეტს ჰგავდა.

არც ვიცი, რომელმა წამალმა გამოიწვია ეს. დღეში 15 ინექციას ვიღებდი, რადგან არ იყო არც ერთი წუთი, როდესაც სიგარეტზე არ ვფიქრობდი.

ჩემი ცხოვრება კვამლით იყო დაფარული. სიგარეტის გარეშე ცხოვრება ტრაგედიაა, თუმცა
პასუხისმგებლობა მაქვს იმათ წინაშე, ვისაც ვუყვარვარ. როდესაც სხეული აღარ მემორჩილებოდა, ეს სამყარო დავტოვე, კლუბის პრეზიდენტი ფერერო ჩემზე ზეწოლას არ ახორციელებდა.

გუნდის მადლობელი ვარ. როდესაც გამოვერკვიე, გამარჯვების ამბები შევიტყვე", - ციტირებს საბატინის "რეპუბლიკა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰა,სამოთხეც გავიგეთ,როგორი ყოფილა.დიდი ვერაფერია.ნეტავი ჯოჯოხეთი როგორია?თუ ვინმეს უნახავს,გამოგვეხმაურეთ.ისე,თუ სამოთხეში კაცები,მეუღლეებთან ერთად მოხვდებიან,არა მგონია იქ გაჩერდნენ,რადგან მათთვის ,ეს მაინც
სოსო
10:58 29-03-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული