"სამპდორიას" ტექნიკურმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა 2018 წელს საავადმყოფოში და რა შეგრძნება ჰქონდა კომაში.
"ჩემი სხეული წლების განმავლობაში სიგნალებს მიგზავნიდა. იმ შაბათს ჩინეთში უნდა გავფრენილიყავი. თვითმფრინავში რომ ჩავმჯდარიყავი, მოვკვდებოდი.
პარასკევს კორტიზონმა და ტრანკვილიზატორმა ჩემი მდგომარეობა დაასტაბილურეს, შემდეგ კი გარდავიცვალე.
კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა - სუპერმარკეტს ჰგავდა.
არც ვიცი, რომელმა წამალმა გამოიწვია ეს. დღეში 15 ინექციას ვიღებდი, რადგან არ იყო არც ერთი წუთი, როდესაც სიგარეტზე არ ვფიქრობდი.
ჩემი ცხოვრება კვამლით იყო დაფარული. სიგარეტის გარეშე ცხოვრება ტრაგედიაა, თუმცა
გუნდის მადლობელი ვარ. როდესაც გამოვერკვიე, გამარჯვების ამბები შევიტყვე", - ციტირებს საბატინის "რეპუბლიკა".