"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი: დიბალა შემდეგ სეზონში კლუბში დარჩება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ტურინული კლუბის გაჩემპიონების შესახებ გააკეთა კომენტარი, ასევე დიბალასა და ალეგრიზე ისაუბრა:

"2010 წელს ამას ვერც წარმოვიდგენდით. განსაკუთრებული საიდუმლო ჩვენს წარმატებას არ აქვს, ყველაფერს დაუღალავი შრომით მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, ფეხბურთელს, რომელთა დამსახურებითაც მიაღწია "იუვენტუსმა" ამდენს. ადამიანთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ჩვენს მიღწევებს, თუმცა გავა დრო და მიხვდებიან რამდენად დიდი ეპოქა შევქმენით.

ალეგრი? სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, როგორც ხდება ხოლმე. ჯერ ამის დრო არ მოსულა. ჩვენ გვაქვს იდეები,
თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ კლუბი. რაც შეეხება პაოლო დიბალას, ის, რა თქმა უნდა, კლუბში რჩება. ის "იუვენტუსის" ფეხბურთელია და ნათელია, რომ ის გუნდში იქნება"- განაცხადა ფაბიო პარატიჩიმ.

მომზადებულია sky sport Italia-ს მიხედვით

alt"იუვენტუსმა" ერთ დღეში ორი სკუდეტო მოიგო

alt"იუვენტუსმა" ზედიზედ მერვედ მოიგო სკუდეტო - რონალდომ თქვა, რომ 1 000%-ით რჩება გუნდში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული