"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს

AutoSharing Option
როგორც The New York Times იტყობინება, ამერიკელი მილიარდელი როკო კომისიო "ფიორენტინას" ახალი მფლობელი გახდება. 69 წლის კომისიო, რომელიც იტალიაში დაიბადა 12 წლის ასაკში გადაბარგდა აშშ-ში, ერთ საფეხბურთო კლუბს უკვე ფლობს. სწორედ მას ეკუთვნის MLS-ში მოასპარეზე "ნიუ იორკ კოსმოსი".

მილიარდელს დიდი ხანია სურს იტალიური კლუბის შეძენა. შარშან "მილანის" თაობაზე აწარმოებდა მოლაპრაკებებს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. ახლა კი, The New York Times-ის მიხედვით კომისიო უკვე შეუთანხმა "ფიორენტინას" მფლობელ დელა ვალეს ოჯახს.

გარიგება გულისხმობს 150 მილიონ დოლარს. გამოცემის მიხედვით, ყველაფერი შეთანხმებულია და ოციფიალურ
განცხადებას მხარეები ორშაბათს გააკეთებენ.

როკო კომისიო 4,9 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის ფორბსის მიხედვით ის მე-200 ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეიმარი მთელ ფიორენტინაზე ძვირი ყოფილა:დ
გენო
16:15 25-05-2019
3
მილიარდელი კი არა - მილიარდერი!
kote
19:34 25-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული