
"ფიორენტინამ" თავისი ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდის მწვრთნელად ვინჩენცო მონტელას დანიშვნა გვაუწყა.
მხარეებმა 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი. 44 წლის მონტელამ 9 აპრილს გადაყენებული სტეფანო პიოლი შეცვალა.
31 ტურის შემდეგ "ფიორენტინა" 39 ქულით მე-10 ადგილზეა.
მონტელა ფლორენციულ გუნდს 2012-15 წლებში წვრთნიდა, აგრეთვე "რომაში", "კატანიაში", "სამპდორიაში", "მილანსა" და "სევილიაში" მუშაობდა, საიდანაც 2018 წლის აპრილში დაითხოვეს.