სერია A-ს მე-14 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "ფიორენტინას" 3:0 მოუგო.
რონალდო უკანასკნელი 61 წლის მანძილზე "იუვეს" პირველი ახალწვეულია, რომელმაც 14 სასტარტო მატჩში 10 გოლი გაიტანა.
ფლორენცია. "არტემიო ფრანკი"
ფიორენტინა - იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ბეტანკური (31), 0:2 კიელინი (69), 0:3 რონალდო (79, პენ)
ფიორენტინა: ლაფონტი, უგო, ბირაგი, პეცელა, მილენკოვიჩი, ვერეტუ, ბენასი (პიაცა 65), ფერნანდესი, ჟერსონი (ტერო 80), სიმეონე, კიეზა
იუვენტუსი: შესნი, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო, კანცელო, მატიუიდი, კუადრადო (დუგლას კოსტა 84), ბეტანკური, რონალდო (ბერნარდესკი 80), მანძუკიჩი (კინი 88), დიბალა