"რომას" ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ბოლო წლებში კლუბში ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საშუალება არ ეძლეოდა, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილებებზე გადაწყვეტილებები მიეღო. ამიტომ პოზიციას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ტოვებს.
"გარდიანის" ცნობით, ვეტერან იტალიელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი მეგობრის, ჯენარო გატუზოს მოყვანა სურდა, თუმცა ამ პოსტზე, მისი გვერდის ავლით, დონეცკის "შახტარის" დამრიგებელი პაულო ფონსეკა დაინიშნა.
42 წლის ფრანჩესკო ტოტიმ მოთამაშის კარიერა ორი წლის წინ დაასრულა,
კლუბში კი ამ სტატუსით 25 წელი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ "რომა" რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ლეგენდამ და კაპიტანმა - დანიელე დე როსიმაც დატოვა.