პსჟ-დან აბარგებული და ამჟამად უგუნდოდ მყოფი მეკარე ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნებასთან ახლოსაა.
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ 41 წლის ბუფონი "იუვესთან" აწარმოებს მოლაპარაკებას და თანახმაა, ვოიცეხ შესნის დუბლიორი გახდეს.
მატია პერინი, რომელმაც "ბიანკონერიში" ერთი სეზონი გაატარა, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს და შესნის რეზერვისტი სჭირდება.
ბუფონი "იუვენტუსის" ღირსებას 17 წელი იცავდა და გასული წლის ზაფხულში "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მან ლიგა 1-ის პირველობაზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.