"მილანმა" პსჟ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე უარით გაისტუმრა.
Sport Mediaset-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენმა" დონარუმას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და გოლკიპერი ალფონს არეოლა შესთავაზა, მაგრამ "როსონერი" უფრო დიდ თანხას ითხოვს.
პარიზულ გუნდში დონარუმას გადაყვანით სპორტული დირექტორი ლეონარდოა დაინტერესებული, რომელიც გასულ სეზონში "მილანში" ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა.
20 წლის დონარუმამ გასულ სეზონში სერია A-ს 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა.