კარლო ანჩელოტი ხამესზე: არ ვიცი ჩვენთან მოვა თუ არა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტის იმედი აქვს, რომ ხამეს როდრიგესი მის კლუბს შეუერთდება.

"არ ვიცი ჩვენთან მოვა თუ არა, მაგრამ ამის იმედი მაქვს. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ნახევარდაცვის სხვადასხვა მონაკვეთში შეუძლია თამაში. მას ვიყენებდი როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და 10-იანის პოზიციაზე.

მისი პოზიცია პრობლემატური არ არის. მას ადაპტაცია მარტივად შეუძლია", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მართლაც კოლუმბიელი იტალიელისთვის უცხო არ არის, ისინი ერთად მადრიდის "რეალში" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდნენ.

ხამეს როდრიგესის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევროა, თუმცა "ნაპოლის" კონკურენტიც
ჰყავს მადრიდის "ატლეტიკოს" სახით, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან აქტიურია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული