ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ტოტენჰემთან" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
ტურინელებმა პირველ ტაიმში ერიკ ლამელასგან მიიღეს გოლი, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ გონსალო იგუაინმა გაიტანა, შემდეგ კი - კრიშტიანო რონალდომ და "იუვენტუსი" წინ გაიყვანეს.
რონალდომ მე-60 წუთზე გაიტანა, ხოლო 63-ე წუთზე მაურისიო სარიმ პორტუგალიელი მატეუს ფერეირათი შეცვალა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ადრეულმა შეცვლამ რონალდოს უკმაყოფილება გამოიწვია და მან პრეტენზია მწვრთნელს პირდაპირ მოედანზე გამოუცხადა. სარიმ კი მხოლოდ ხელები გაიქნია.
რონალდოს შეცვლის შემდეგ "იუვენტუსმა" ორჯერ გაუშვა, ჯერ ლუკას მოურამ გაიტანა, შემდეგ კი ჰარი კეინმა შეაგდო.