"იუვენტუსის" 21 წლის ცენტრალური მცველი მერიჰ დემირალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადავიდეს სათამაშოდ.
დემირალი, რომელიც "იუვემ" 5 ივლისს შეიძინა "სასუოლოდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, დე ლიხტის მოსვლის გამო დატოვებს გუნდს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დემირალი იჯარით სხვა გუნდში გადავა და "ზენიტთან" ერთად "მილანი", "რომა", "ფიორენტინა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდებიან.
საინტერესო ის გახლავთ, რომ თებერვლის დასაწყისში, როცა თურქი ფეხბურთელი "ალანიასპორიდან" "სასუოლოში" გადავიდა, მისი სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ის მონაცემებით, 1,5 მილიონი ევრო იყო. ხოლო "იუვენტუსში" ტრანსფერამდე მისი ფასი 15 მილიონი ევრო გახდა. დემირალს 5 თვეში ისეთი
პროგრესი ჰქონდა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა.
დემირალი სტამბულის "ფენერბახჩეს" აღზრდილია. შემდეგ პორტუგალიურ ქვედალიგურ "ალკანესენსეში" თამაშობდა. იქიდან ლისაბონის "სპორტინგის" მეორე გუნდში იჯარით გადავიდა, ხოლო გასული სეზონის დასაწყისში კი "ალანიასპორს" მიაშურა. "ალანიასპორიდან" დაწყებული გზა მისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და ახლა შეიძლება ეს გზა რუსეთში გაგრძელდეს.
იქამდე კი, დემირალმა "იუვეს" შემადგენლობაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშა და "ინტერნს" გადამწყვეტი პენალტიც გაუტანა.