ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "რომაში" გადაბარგდება.
მხითარიანი "არსენალმა" 2018 წლის იანვარში "მანჩესტერისგან" 34 მილიონ ევროდ შეიძინა და 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.
30 წლის მხითარიანის სატრანსფერო ფასი 25 მილიონია.
ის ადრე "პიუნიკში", დონეცკის "მეტალურგსა" და "შახტარში" და "დორტმუნდში" თამაშობდა, სომხეთის ნაკრებში კი 84 მატჩში 27 გოლი გაიტანა.