მეკარე ჯიჯი ბუფონმა პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაზე ისაუბრა.
"მე არ შემეძლო პსჟ-ის ფინანსურ და სპორტულ შემოთავაზებაზე უარი მეთქვა, რადგან როდესაც 40 წლის სპორტსმენში, რომელმაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება თითქმის მიიღო, ეს სიამაყის გრძნობას იწვევს. პირადულსაც და სპორტულსაც.
არ შემეძლო მეთქვა "არა", ვინაიდან რაღაც ახალში მინდოდა თავი მომესინჯა, კომფორტის ზონა დამეტოვებინა და საინტერესო გამოცდილება მიმეღო. დაბრუნების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ერთხელ გავიფიქრე:
"და რას ვაკეთებ მე აქ 41 წლის ასაკში, სრულ მარტოობაში?".
ჩემი ოჯახი მაშინ იტალიაში ცხოვრობდა. როცა "იუვენტუსისგან" წინადადება
მივიღე, ბევრი არ მიფიქრია", - ციტირებს ბუფონს ტელეარხი Italia 1.