"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უახლოეს მომავალში შესაძლოა გაათავისუფლონ, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ნეაპოლელები სერია A-ში "უდინეზეს", ხოლო ჩემპიონთა ლიგაში "გენკს" ვერ მოუგებენ.
"ნაპოლი" უკვე მერვე მატჩია ვერ იგებს. სერია A-ში ნეაპოლელები 20 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ინტერს" 17 ქულით ჩამორჩებიან.