Sportitalia წერს, რომ "ზალცბურგის" ფორვარდმა ელინგ ჰოლანმა კარიერა შესაძლოა "მილანში" განაგრძოს. "როსონერის" ბოსებს ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ და ტრანსფერის ალბათობას ესეც ზრდის.
"ლომბარდიელების" გარდა, 18 წლის თავდამსხმელის დამატება "დორტმუნდს", "ლაიპციგს", "ჩელსის" და ტურინის "იუვენტუსსაც" სურთ.
პრესაში ასევე იწერებოდა იმის შესახებ, რომ რაიოლა დორტმუნდში იყო ჩასული, სადაც "ბორუსიას" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.
აქვე გეტყვით, რომ "მილანი" ჰოლანს ხელფასის სახით 5,5 მილიონ ევროს ჰპირდება.