
გუნდის ფეხბურთელები და კლუბის ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ პოგბა მათ გუნდში აღარ ითამაშებს, - იუწყება "მირორი".
26 წლის ფეხბურთელს 30 სექტემბრის შემდეგ არ უასპარეზია, როდესაც ტრავმა მიიღო. მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს მისი იმედი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა თავად პოგბა იანვარში გუნდის გამოცვლას აპირებს. მისი შეძენის სურვილი "რეალს" აქვს.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 5 მატჩში მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" პოგბას იანვარში არ გაყიდის.