ლაუტარომ "მანჩესტერს" უარი შეუთვალა, რადგან "ბარსელონაში" სურს გადასვლა

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი "მანჩესტერში" არ გადავა.

გამოცემის მტკიცებით, მანკუნიანურმა კლუბმა არგენტინელი ფორვარდის გადაბირება ვერ შეძლო.

"იუნაიტედის" მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი ლაუტაროს სამსახურითაა დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ უთხრა, რომ ის "ბარსელონაში" გეგმავს გადაბარგებას. 

მარტინესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა.

ამ სეზონში მან სერია A-ს 20 მატჩში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული